დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატებს აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება უწევთ
იმისთვის, რომ აფხაზეთში "პრეზიდენტობის"
კანდიდატად დარეგისტრირდეს, ნებისმიერმა მსურველმა აფხაზური ენის
გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუმცა შესაძლოა ზაფხულში დაგეგმილ არჩევნებზე
გამონაკლისი დაუშვან. კერძოდ, ოპოზიციის კანდიდატ ასლან ბჟანიას
აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარებამ არ მოუწიოს. ამის შესახებ ნათქვამია
რაულ ხაჯიმბას "ოფიციალურ" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ბჟანია
ამ დრომდე რჩება მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში და რეგისტრაციისთვის
აფხაზეთში ჩამოსვლა ამ მიზეზით შეიძლება ვერ მოახერხოს. ოპოზიციის
მტკიცებით, ის მოწამლეს, და ეს მიზანმიმართული ქმედება იყო.
რაულ ხაჯიმბას თქმით, ის მხარს დაუჭერს, თუკი ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაძლებლად მიიჩნევს ბჟანიას დარეგისტრირებას, მისი აქ არყოფნის პირობებში. ასევე, თუ შესაბამისი კომისია, რომელიც ამ გამოცდებს იბარებს კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ენის ცოდნაზე, დათანხმდება, 2014 წელს დაფიქისრებული გამოცდის შედეგებით იხელმძღვანელოს.
ამ შეთავაზებას ოპოზიცია დათანხმდა. მათ რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები შეწყვიტეს, რასაც თან ახლდა ცენტრალური გზების ნაწილის გადაკეტვა.