ახალი ამბები
ზუგდიდის რესტორანმა საარჩევნო პერიოდში 1 ტონა ყველი დახარჯა
საარჩევნო პერიოდში ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები ყველაზე ხშირად მეგრული კერძებიდან ელარჯს და გებჟალიას უკვეთავდნენ. როგორც „ლაივპრესს“ ერთ-ერთ რესტორანში განუცხადეს, მხოლოდ 10 დღეში 1 ტონა ყველი დახარჯეს.

„იყო შემთხვევები, როცა ერთ დღეში 100 კილოგრამი და მეტი ყველი გამოგვიყენებია“, - გვითხრეს რესტორანში.

ქალაქის ცენტრში, სიდიდით მეორე რესტორანში კი გვითხრეს, რომ ელარჯის გარდა, ყველაზე ხშირად სტუმრები ხბოს ხორცის ნიგვზიან ხარჩოს და კუპატს ითხოვდნენ. რესტორანში დახარჯული პროდუქტის რაოდენობას ვერ გვეუბნებიან.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან გამაფრთხილებელი განცხადებების ფონზე, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ქალაქს საარჩევნო კვირაში უამრავი სტუმარი ჰყავდა.