ახალი ამბები
შსს განცხადებას ავრცელებს ზუგდიდში გზების ჩაკეტვაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გზების ჩაკეტვაზე. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დილის 03:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდა აღმაშენებლის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, კიკალიშვილის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის, კოსტავას ქუჩიდან კიკალიშვილის ქუჩის, რუსთაველის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით.

უწყების ცნობით, ავტომობილები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით კერძოდ: რუსთაველის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით, კოსტავას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან კედიას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, მეუნარგიას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირისკენ. ასევე, მანქანები გადაადგილებას შეძლებენ თეატრის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის, კოსტავას ქუჩიდან კი ნარმანიას ქუჩის მიმართულებით.

ასევე, დღეს 22:00 საათიდან, 27 მაისის 08:00 საათამდე, დამატებით შეიზღუდება მოძრაობა კედიას, რუსთაველის ქუჩებიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით. მეუნარგიას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, თეატრის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით და კოსტავას ქუჩიდან ნარმანიას ქუჩისკენ.

ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩებით კერძოდ: რუსთაველის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით, კოსტავას ქუჩიდან აღმაშენებლისა და ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, თეატრის ქუჩიდან მეუნარგიას, გამარჯვებისა და კ. გამსახურდიას ქუჩებისკენ.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.

საქართველო 26 მაისს, დამოუკიდებლობიდან 101-ე წელს ზეიმობს.