ახალი ამბები
აფხაზებს და ოსებს აინტერესებთ ალტერნატივა - ქეთევან ციხელაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზებს და ოსებს სურთ დაინახონ ალტერნატივა - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მინისტრის თქმით, საოკუპაციო ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან და ცალკეულ ჯგუფებთან ინტენსიური კონტაქტები აძლევს უფლებას თქვას, რომ აფხაზებსა და ოსებს აინტერესებთ ალტერნატივა, ნორმალური ცხოვრება. ციხელაშვილის განმარტებით, შეუძლებელია მათ მოსწონდეთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის სამხედრო პოლიგონად იქცა. მანვე აღნიშნა - ათი წელი ე.წ. დამოუკიდებლობის, რეალურად არის რუსეთზე "დამოკიდებულების ქრონიკა", იზოლაციის ხარისხი კი მავთულხლართების მიზეზით კიდევ უფრო იზრდება.

მინისტრი ამბობს, რომ ამ ადამიანებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და გამოხმაურებებიც მიიღეს საკანონმდებლო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მის ფარგლებში ამოქმედებულ პროგრამაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის", რომელმაც აფხაზების და ოსებისთვის, ისევე როგორც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის შექმნა ფინანსური ხელმისაწვდომობა ინდივიდუალური და საერთო პროექტებისთვის. ციხელაშვილის თქმით, სრულიად შესაძლებელია იმ წინადადებებს, რომელიც "მიდის ენგურის ხიდამდე", ენგურის მეორე მხრიდან პირობითად დაახვედრონ გარკვეული სხვა ნაბიჯები და ეს პროცესიც შედგეს. მინისტრის თქმით, მანამდე ჰქონდათ კონსულტაციები, მათ შორის აფხაზურ მხარესთან და ყველა ეს იდეა სამუშაო, არაპოლიტიზირებული შეხვედრებიდან მოდის. შესაბამისად, განმარტავს - თანხვედრა ძალიან მაღალი აღმოჩნდა. მისივე თქმით, მსგავსი ფინანსური ხელმისაწვდომობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ბოლო 25 წლის მანძილზე არ ყოფილა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია აფხაზების და ოსებისთვის ბიზნესის კეთება და ევროპის ბაზარზე გასვლა საქართველოს გავლით, მინისტრის თქმით, შესაძლებელია.

"აქ არის სამი ძირითადი მიმართულება. ერთი არის ვაჭრობის წახალისება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობა. მეორე კომპონენტია უკეთესი განათლება, რაც ყველაზე სწორი ინვესტიციია მომავლისთვის. მესამე არის სხვადასხვა სერვისებზე წვდომა. მათ შორის უვიზო მიმოსვლის სარგებლის ხელმისავწდომობა. ჩვენ გავამარტივეთ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა. თუ ადრე სჭირდებოდა ბევრი ბიუროკრატია, რამდენჯერმე ჩამოსვლა, ახლა ეს ყველაფერი შეიძლება ათ დღეშიც კი დასრულდეს", - განმარტა მინისტრმა.

საქართველოში სამშვიდობო ინიციატვის - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში უკვე ამოქმედდა პროგრამა - "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელიც მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას.
Print E-mail
Twitter
ვიდეო
ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო [ვიდეო]
"ირდას" სახელოსნოში თუ დაახლოებით ერთი წლის წინ
გამხმარი მცენარეები ზგუგდიდის სკვერებსა და ბაღებში [ვიდეო]
ზუგდიდის სკეიტ პარკში, დადიანების ეზოში,
სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი [ვიდეო]
ზუგდიდის ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ხშირად შეხვდებით
სად ერთობიან ზუგდიდში ახალგაზრდები [ვიდეო]
სკეიტ პარკი, დადიანების ეზო და მეგობრის სახლი, - ასეთია
თავისუფლებაში განახლებული ბიზნესი [ვიდეო]
58 წლის ჯონი ჭითანავას ზუგდიდში წარმატებული ბიზნესი აქვს.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.