ზუგდიდი დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება [ვიდეო]
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს
ქალაქ ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს. დილიდან მსურველებს
შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა შინაარსის სტენდი დაათვალიერონ.
ასევე, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
სამინისტროს წარმომადგენლის, საბა ჯიქიძის განცხადებით, სტენდები და პავილიონები გაერთიანებული საქართველოს თემატიკას მიეძღვნება.
მთავარ მოედანზე განთავსდება: ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი, ზვიად გამსახურდიას სტენდი, დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია და ა.შ. ასევე მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები.
ღონისძიება დასრულდება კონცერტით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები - ნათია თოდუა, ვაკის პარკი, რეზო და ბავშვები და ნიკოლშოუ.