ზუგდიდში ახალი მოსამართლე დაინიშნა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს.
საქართველოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფატი ფურცხვანიძე
ზუგდიდში მოსამართლედ დაინიშნა. ის მანამდე ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
საბჭოსვე გადაწყვეტილებით, უვადო მოსამართლედ განმწესდა ირაკლი აბშილავა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დასრულდა. კონკურსი 43 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 69 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე 32 კანდიდატი გამწესდა. მათგან 27 მოქმედი მოსამართლე, ორი ყოფილი მოსამართლე, სამი კი იუსტიციის სკოლის მსმენელია.
29 მოსამართლე უვადოდ, სამი კი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. კონკურსის შედეგების მიხედვით 11 თანამდებობა ვაკანტური დარჩა.