მორებით დატვირთული ავტომანქანა მოქალაქემ პოლიციისთვის თავის არიდების მიზნით ხრამში გადაჩეხა - შსს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ფოცხოში მძღოლმა ხრამში დააგორა სატვირთო ავტომობილი, რომლითაც
ხის მორები გადაჰქონდა, თავად კი მიიმალა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებულ ხის
მორებს შეეხება. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის
მუხლით დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს 1989 წელს დაბადებული ე.ხ. სატვირთო ავტომობილს მართავდა, რომელიც დატვირთული იყო მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხის მორებით. სამართალდამცველებმა შეაჩერეს აღნიშნული ავტომობილი და გამოიძახეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები, რა დროსაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ე.ხ.-მ დააგორა მორით დატვირთული ავტომანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის ე.ხ.-ს დაკავების მიზნით შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.