მაისის ბოლო დღეებში ზუგდიდში 34 გრადუსამდე დათბება
ზუგდიდში მიმდინარე კვირაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსმა დოდო გვაზავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ 31 მაისის ჩათვლით,
ზუგდიდსა და მთლიანად სამეგრელოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ზუგდიდში ჰაერი 32-34 გრადუსამდე დათბება.