სტენდი „მე მიყვარს ზუგდიდი“ ისევ დაზიანდა
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში მანათობელი
სტენდი "მე მიყვარს ზუგდიდი", რომელიც ცოტა ხნის წინ აღადგინეს,
ხელმეორედ დაზიანდა. პლასტსმასის კონსტრუქცია ერთგან დამტვრეულია.
ადგილობრივ მერიაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან. მათ "ლაივპრესს" უთხრეს, რომ სტენდი უახლოეს დღეებში შეკეთდება. აქ არ იციან, ქარის დროს ზიანდება კონსტრუქცია, თუ მას მოქალაქეები აზიანებენ.
"ვმუშაობთ ვიდეოკამერებეის დამონტაჟების საკითხზე, მაგრამ როდის იქნება, ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტყვით. ეს იქნება იმისთვის, რათა დავადგინოთ მიზეზი, როგორ და რატომ ზიანდება სტენდი", - განმარტეს მერიაში.
სტენდი მაისის დასაწყისშიც დაზიანდა, თუმცა რამდენიმე დღეში შეაკეთეს.
"მე მიყვარს ზუგდიდი" შარშან, აგვისტოს თვეში დადგეს.