ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ გურამ ბაძაღუას საქმე წარმოებაში მიიღო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი გურამ ბაძაღუას საქმე, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან, სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. თუმცა საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ გრძელდება. ბრალდებულმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდვე მაშინ მიიღეს, როცა ის საპატიმროში იყო. ამბობს - ევროპული სასამართლო ერთ-ერთი ბერკეტია შექმნილ უსამართლობასთან საბრძოლველად.

"ჩვენთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება სხვებთან მსგავსი დარღვევების პრევენციის გარანტი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რა თქმა უნდა ჯერ შორია, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩვენი საქმე წარმოებაში მიიღეს, უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. საქმე მოიცავს იმ დარღვევებს, რომლებიც განხორციელდა ჩემს მიმართ დაკავების დღიდან, რიგი მოსამართლეებისაგან და ა.შ" , - განმარტა მან.

გურამ ბაძაღუას თქმით, სამართალდამცველებს ის "ოქროს მოწმედ" სჭირდებოდათ, მასთან ერთად დაკავებული პირისთვის დანაშაულის დამტკიცების მიზნით. მან ჩვენთან საუბარში გაიხსენა დაკავების ეპიზოდიც. თქვა, რომ სამსახურიდან სახლში მიმავალს ორი წლის უნახავი ნაცნობი შეხვდა, რომელიც თავისთან დაპატიჟა. ის მოუყვა ფინანსური პრობლემების შესახებ და სთხოვა, მასთან რამდენიმე დღე დარჩებოდა. გურამ ბაძაღუასაც უარი არ უთქვამს.

"მეორე დღეს სამართალდამცველები დაგვადგნენ. თვითონ პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ ვიცით, რომ საქმესთან კავშირში არ ხარ, უბრალოდ ამ პირს ვერ უმტკიცებდნენ საქმეს. მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, ამ ადამიანმა ეს და ეს გააკეთა და პრობლემა არ შემექმნებოდა. ხელი უნდა დამედო მისთვის", - გვითხრა ბრალდებულმა.

მისივე თქმით, დღეს სასამართლოში გრძელდება პროკურატურის მოწმეების დაკითხვა. გურამ ბაძაღუა ამბობს, რომ ეს მოწმეები პოლიციელები არიან, რომელთა ჩვენებებიც ირიბია. თუმცა მათი საუბრის 90% სიცრუე და ურთიერთგამომრიცხავი.

გუკა ბაძაღუა გასული წლის 11 ოქტომბერს, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა პროტესტი როგორც ზუგდიდში, ისე თბილისში, მათ შორის საკნების აქციაც. მას წინასწარი პატიმრობის ვადა 4 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა სასამართლომ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. აქციის მონაწილეთა განმარტებით, ახალგაზრდა სტუდენტი პროკურატურის ტყვე იყო და მისი პატიმრობაში დატოვება სწორედ საგამოძიებო უწყებას დასჭირდა.

საბოლოოდ, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და გათავისუფლდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.