ახალი ამბები
გუბერნატორის ავტომანქანით 2 წელში გავლილი მანძილი, დედამიწის სამჯერ შემოვლას უდრის - IDFI
FaceBook Twitter
E-mail Print
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2017-2018 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ავტოპარკის და საწვავის ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს. მათი თქმით, საანგარიშო პერიოდში თითოეული გუბერნატორის მიერ გავლილი მანძილი სულ მცირე, დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლას უტოლდება. განსხვავებულია მონაცემი სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულებზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილზე. საანგარიშო პერიოდში ამ ავტომანქანებით დაფარული კილომეტრებით, ორგანიზაციის ცნობით, მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას.

მოქმედი სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში, ალექსანდრე მოწერელია თანამდებობაზე შარშან, 20 აგვისტოს დაინიშნა. ამიტომ, წარმოდგენილი მონაცემები ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიაზეც ვრცელდება. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შონია და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან 2018 წლის 26 ივლისს გაათავისუფლა. დაახლოებით ერთი თვე გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე კობა ქანთარია ასრულებდა.

ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციები. კერძოდ, 2017 წელს ამისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში 86 722 ლარი დახარჯა, შარშან კი 88 208 ათასი ლარი.

IDFI-ის ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გადაადგილდებოდა, 2017 წელს ყოველდღიურად საშუალოდ 186 კილომეტრს გადიოდა, შარშან რვა კილომეტრით ნაკლები დაფარა.

2017 წელს ყველაზე მეტი კილომეტრაჟი აღრიცხულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ავტომობილზე - 68 ათასი კილომეტრი, ხოლო ყველაზე ცოტა 39 ათასი კილომეტრი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულზე.

ორგანიზაციის ცნობით, იგივე პერიოდში წლებში სახელმწიფო რწმუნებულების მიერ საწვავის რაციონალურ მოხმარებას მნიშვნელოვნად ეჭვქვეშ აყენებს ადმინისტრაციებიდან
რამდენი იყო საშუალო წვის მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში იმ ავტომანქანის, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე იყო განპიროვნებული, უცნობია. ორგანიზაციის თქმით, ეს მონაცემი არ მიუღიათ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განმარტებით, 2017-2018 წლებში გუბერნატორი ე.წ. ჩიპთან ერთად, ასევე იყენებდა საწვავის ელექტრონულ ბარათს.

"ელექტრონული ბარათი არ არის გათვალისწინებული კონკრეტული ავტომანქანისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებულ სხვა ავტომანქანაზეც. ვინაიდან გუბერნატორი პერიოდულად გადაადგილდებოდა ადმინისტრაციის სხვა ავტომანქანითაც, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რომელ ავტომობილზე რამდენი საწვავი მოიხმარა და, შესაბამისად, რამდენი იყო მასზე განპიროვნებული ავტომობილის საშუალო წვის მაჩვენებელი. ადმინისტრაციის ამ განმარტების შესაბამისად, 2017-2018 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მასზე განპიროვნებული ავტომობილის მიერ დაფარული 133,000 კილომეტრის გარდა, ადმინისტრაციის სხვა ავტომობილებით დაფარული აქვს გარკვეული მანძილი", - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის თქმით, გუბერნატორების მიერ ავტოპარკის განკარგვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების საკითხის განხილვის აუცილებლობაზე, რომლის მართვაში მოექცევა ყველა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ავტომანქანა.

IDFI-ის ინფორმაციით, საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. ჩიპი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში დღეს
19:28 / 18.05.2022
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში დღეს "მთავარი არხის" მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში,
18:41 / 18.05.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები,
რომელიც ახლებურად არეგულირებს
15:58 / 18.05.2022
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ახლებურად არეგულირებს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.