ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს ზუგდიდის სასამართლომ შენიშვნა მისცა
"პრესა ჯის" რედაქტორი და "აიტივის" დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე
ადმინისტრაციული სასჯელისგან გათავისუფლდა. ზუგდიდის რაიონული
სასამართლო მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა.
მას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი - 166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და 173-ე, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გამოკვლეული მტკიცებულებების და სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეოკადრების შედეგად, არ დადასტურდა გიორგი კაპანაძის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა. რაც შეეხება 173-ე მუხლს, მართალია ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მოცილებოდა პოლიციის მანქანას, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტის ქმედებები ეთიკის ნორმებს არ გასცილებია. კერძოდ, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ამიტომაც, ის ადმინისტრაციული სასჯელისგან გათავისუფლდა.
პოლიციამ გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ბრალდებით 19 მაისს დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში ის გაათავისუფლეს. წარდგენილ ბრალდებას არ თანხმება გიორგი კაპანაძე.
თუმცა შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ზუგდიდში, სანკტ-პეტერგურგის ქუჩაზე, გიორგი კაპანაძე, მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, რომ შეეწყვიტა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანასა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმება და დათვალიერება, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას.