ყინულის მოედნის ტერიტორიის გაყიდვაზე საკრებულო ხვალ იმსჯელებს
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა
კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ყინულის მოედნის ტერიტორიის
საპრივატიზაციოდ გატანაზე იმსჯელა.
საუბარია იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც კომპანია „m²-ს“ სასტუმროს აშენება სურს.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ინვესტორს 8964 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე 8 მილიონი დოლარის, ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალება. მიწის გაყიდვიდან 6 თვის ვადაში მერია უზრუნველყოფს ყინულის მოედნის დემონტაჟს. შემძენი კი სასტუმროს მშენებლობას დაასრულებს ნებართვის გაცემიდან და ნაგებობების დემონტაჟიდან 30 თვის ვადაში.
საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ერთი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი ღურწკაია.
სკეიტ პარკის მიმდებარედ, ყინულის მოედნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ოპოზიცია საკითხს აპროტესტებს. უკმაყოფილება მათ აქციებზეც დააფიქსირეს. საკითხზე იმსჯელეს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზეც.
იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერული კომპანია „m²“ შეიძენს მიწის ნაკვეთს, ირწმუნება, რომ სასტუმროს გარე ტერიტორია საჯარო იქნება. ისინი იღებენ ვალდებულებას, სასტუმროს აშენების პარალელურად, ყინულის მოედანი საკუთარი ხარჯებით სხვა ტერიტორიაზე გადაიტანონ. ასევე, სასტუმროს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი მოაწესრიგოს და ქალაქის სხვა უბანში პროფსასწავლებელი ააშენოს.