ზუგდიდის მერია მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გაყიდის
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიამ,
დღეს ზუგდიდის მერიის 5 ერთეული, მაღალი გამავლობის მქონე
ავტომანქანის გაყიდვაზე იმსჯელა. აქედან 4 ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოა,
ერთი კი ლექსუსის მარკის.
კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ლაგვილავას განმარტებით, მანქანები მაღალი თანამდებობის პირებს ემსახურებოდა. მისივე თქმით, ძვირადღირებული ავტომანქანების დაბალბიუჯეტიანით ჩანაცვლებაზე მერიას რეკომენდაციით საკრებულომ შარშან მიმართა.
შარშან დეკემბერში, საკრებულოს დეპუტატმა კონსტანტინე კაკავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ახალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, დეპუტატებმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების რეკომენდაციით მიმართეს მერიას. ძვირაღირებული ავტომანქანების ჩანაცვლებასთან ერთად, მათ თანამდებობის პირებისთვის საწვავის ლიმიტის შემცირებაც მოითხოვეს.