ახალი ამბები
საკრებულომ მხარი დაუჭირა ყინულის მოედნის ტერიტორიის გაყიდვას
საკრებულომ ხმათა უმრავლესობით საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შეიყვანა სკეიტ პარკის მიმდებარედ, ყინულის მოედნის ტერიტორია. საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. კენჭისყრისას დარბაზში არ იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თქვა, რომ აზრი არ აქვს დარბაზში ყოფნას, რადგან ყველამ კარგად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ყინულის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით. მანამდე იგივე მიზეზით დარბაზი დატოვეს სამოქალაქო აქტივისტებმა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვდნენ გასაყიდად არ გაეტანა დადიანების ეზოს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი.