პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი ხართ - მერის მოადგილე მოქალაქეს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ყინულის მოედნის საპრივატიზაციო ნუსხაში
შეტანის გადაწყვეტილებაზე მოქალაქეთა მიერ პროტესტის გამოხატვის
შემდეგ, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ეს
იყო პოლიტიკური შოუ, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს.
მარიკა თოდუას კითხვას - „მოქალაქეები პოლიტიკურ შოუს ვაწყობთ“ , მერის მოადგილემ უპასუხა: „თქვენც პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი მგონიხართ“.
მოქალაქე მარიკა თოდუას განცხადებით, ზუგდიდის საკრებულომ ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვაზე ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა ვალდებულებას იღებს ინვესტორი. მისვე თქმით, საჭიროა, ასევე, ექსპერტების დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ტერიტორიაზე მშენებლობა.
საკრებულომ დღეს ხმათა უმრავლესობით საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შეიყვანა ყინულის მოედნის ტერიტორია. საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. კენჭისყრისას დარბაზში არ იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ყინულის მოედნის ტერიტორიის საპრივატიზებო ღირებულება 7 მილიონ 233 ათასი ლარით განისაზღვრა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მყიდველმა ტერიტორიაზე 8 მილიონი დოლარის ეკვივალენტის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.