ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. ორივე მათგანი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

"იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. უგრძელდებათ კვლევები. პირველადი სამედიცინო გასინჯვით, მათ მოტეხილობები არ აქვთ", - განმარტეს საავადმყოფოში.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ამოყირავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.