ახალი ამბები
საკრებულომ ზუგდიდის არჩეული მერის უფლებამოსილება ცნო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულომ ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება ცნო დაპირისპირების და პროტესტის ფონზე. საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ოპოზიცია კი წინააღმდეგი იყო. მათი თქმით, 19 მაისის არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ამიტომაც გიორგი შენგელიას ვერ მიულოცავენ ამ თანამდებობას. ფრაქცია "ენმ-ის" თავმჯდომარე ანა წითლიძემ არჩევნების პროცესსა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო "ძალადობრივი". მიუხედავად ამისა, უსურვა, ისე არ დაასრულოს საკუთარი მმართველობა, როგორც მისმა წინამორბედმა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული მერი, და ენმ-სგან განსხვავებით, ხალხს აქვს განცდა, რომ ის იქნება კარგი მერი და ზუგდიდს ბევრ სიკეთეს მოუტანს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციას თქმით, ტომრის ჩამოცმა, რითაც დღეს ახალგაზრდები მერის უფლებამოსილების ცნობას აპროტესტებენ, თავის დროზე მწარედ ახსოვს ზუგდიდს, როცა მოქალაქეები წინა ხელისუფლების პირობებში გაჰყავდათ და მათზე ძალადობდნენ. მანვე მოუწოდა შეკრებილთა მშობლებს, შვილებს ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ენმ-ის მავნებლობისგან.

ანა წითლიძის თქმით, ახალგაზრდებისგან და მისგანაც პასუხს თაზო ფაცაცია არ იმსახურებს, რომლის "დონეც" თინა ბოკუჩავასადმი დაწერილ სტატუსშიც იკითხება.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო.

გიორგი შენგლია მანამდე მერიაში ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა. ის ამ პოზიციაზე შარშან, ნოემბერში დაინიშნა.

ის "თიბისი" ბანკის ადგილობრივი ფილიალის ყოფილი მმართველია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ
აღკვეთის ღონისძიების
13:22 / 23.10.2019
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
11:56 / 23.10.2019
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
11:16 / 23.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს
მოქალაქეს, ერთ-ერთი
10:48 / 23.10.2019
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს მოქალაქეს, ერთ-ერთი
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.