ახალი ამბები
ზუგდიდის ვიცე მერობის შესაძლო კანდიდატები
FaceBook Twitter
E-mail Print
"ლაივპრესის" ინფორმაციით, ზუგდიდის ვიცე მერის პოზიციაზე ოთხი ადამიანის კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთია მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია.

მან გვითხრა, რომ ამის შესახებ ჩვენგან შეიტყო: "მე ვიქნები იმ პოზიციაზე და დავთანხმდები იმ პოზიციას, სადაც შევასრულებ ჩემს მოვალეობას პირნათლად და კვალიფიციურად. ეს იქნება უფროსი სპეციალისტი თუ სხვა პოზიცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ჩემი საქმე გავაკეთო კარგად".

კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატია დავით ვერავა. ის საკრებულოს არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატებიდან". ვერავა ირაკლი ჩიქოვანის ახლო ნათესავია, რომელიც "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. დავით ვერავა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის შესარჩევ პრაიმერშიც მონაწილეობდა. ამბობს, რომ მასთან ამ საკითხზე არავის უსაუბრია. ვერავას განმარტებით, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება.

"ლაივპრესის" ინფორმაციით, ვიცე მერის თანამდებობაზე ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე კაკავაც განიხილება. თუმცა ამბობს, რომ მასთანაც ამ თემაზე არავის უსაუბრია. კონსტანტინე კაკავას იმედი აქვს, რომ გიორგი შენგელია ღირსეულ გუნდს ჩამოაყალიბებს, რომელთან ერთადაც მუნიციპალიტეტი მისი მმართველობის პირობებში თვისობრივად განახლდება ინფრასტრუქტურული, თუ სხვა მიმართულებით.

ჩვენი ინფორმაციით, ვიცე მერის პოზიციაზე განიხილება, კონსტანტინე უბერის კანდიდატურაც, რომელიც აქტიურად ჩანდა გიორგი შენგელიას გვერდით წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს:

"ამ ეტაპზე არ მინდა არანაირი კომენტარის გაკეთება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ".

ზუგდიდის საკრებულომ დღეს ცნო ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება. მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ გუნდის შიგნით კონსულტაციები გაიმართება, და მის საფუძველზე გადაწყდება, ვინ იქნებიან მისი გუნდის ახალი წევრები. მერის განმარტებით, შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტს საკუთარი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, კარგი განათლებით გამოადგებიან.

გიორგი შენგელიამ 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.