ზუგდიდის მერი ლენდკრუიზერ პრადოს გარეშე დარჩა
ზუგდიდის მერია ტოიოტას მარკის ლენდკრუიზერ პრადოს
ავტომანქანების გარეშე დარჩა. მერიას ავტოპარკში სულ ხუთი ლენდკრუიზერ
პრადო აქვს, რომელთაგან ოთხს გაყიდის. დარჩენილი ერთით კი სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაცია სარგებლობს. ის მერიამ გუბერნიას ერთი წლის
ვადით შარშან ათხოვა.
წინამორბედების მსგავსად, ლენდკრუიზერ პრადოთი ვერ ივლის ზუგდიდის ახალად არჩეული მერი. "ლაივპრესს" მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ გიორგი შენგელია არსებული ავტოპარკით ისარგებლებს, მომავალში კი შედარებით ეკონომიურ და ნაკლებხარჯიან ავტომანქანას შეიძენენ.
ავტომანქანების გაყიდვამდე ზუგდიდის მერიას სულ 15 მაღალი გამავლობის და რვა მსუბუქი ავტომანქანა აქვს. მათგან ოთხი ამორტიზებული და გაუმართავია. ორი ავტომანქანა კი მერიამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ათხოვა.
ავტოპარკში ყველაზე ძველი - BMW-ს მარკის 30 წლის და ГАЗ-ის მარკის 27 წლის ავტომანქანები აყენია, რომელსაც ვერ მოიხმარენ. ასევე, ვერ იყენებენ ტოიოტა კოროლას და მიცუბიში პაჯეროს.
ზუგდიდის მერიის საკუთრებაშია ასევე, ოთხი ტოიოტა ჰაილუქსი, ერთი ტოიოტა რავ4, ერთი ლექსუს ჯიიქსი, ერთი ჰიუნდაი აიიქსი, ერთი ოპელ ასტრა, ერთი მიცუბიში შარიოტ გრანდი, ერთი ვოლცვაგენი ჯეტა, ერთი ჰონდა სიარვი, ერთი ფორდ ტრანზიტი, ერთი ჰიუნდაი სონატა და ერთი ტოიოტა ქამრი.
7 ივნისს ზუგდიდის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მერიის 5 ერთეული, მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანის გაყიდვას. აქედან 4 ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოა, ერთი კი ლექსუსის მარკის ავტომანქანა.