ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციას პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარე ჰყავს
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნების" ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ფარულავა ამბობს, რომ ახალ თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. თუმცა, დაზუსტებით არ იცის როდის ჩატარდება.

"თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად არავინ არ ასრულებს. თავმჯდომარეს, ლაშა გოგიას უფლებამოსილება არ შეწყვეტია, ვინაიდან მის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასრულებული არ არის. ველოდებით გამოძიების დასრულებას და მის შედეგებს", - გვითხრა ირაკლი ფარულავამ.

პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია შარშან, 1 ნოემბერს ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

დაკავებამდე თვენახევრით ადრე ლაშა გოგიამ ზუგდიდის მერის თანამდებობა დატოვა, თუმცა საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა.

"ქართული ოცნების დაარსების დღიდან ვიყავი მისი პრინციპების და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება", - განაცხადა ლაშა გოგიამ ბრიფინგზე.

მისი გადადგომიდან მეორე დღეს რუსთავი 2-ზე გავიდა ფარული ჩანაწერი, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მას კორუფციაში ამხელდა. 1 ნოემბერს, ის და მისი მოადგილე გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.

გამოძიება ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები შეიმუშავა ღია და
დახურული კვების ობიექტებისთვის.
13:57 / 02.06.2020
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები შეიმუშავა ღია და დახურული კვების ობიექტებისთვის.
პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემა კორონავირუსის გავრცელების
პრევენციული მექანიზნების
12:51 / 02.06.2020
პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. სულ
12:18 / 02.06.2020
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა
წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა,
12:08 / 02.06.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა,
ვიდეო
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.