ახალი ამბები
ზვიად სიჭინავას ზუგდიდში საცურაო აუზის აშენება სურს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
"ბაიას" საფეხბურთო ბაზის ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატ ზვიად სიჭინავას ევროპული სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა სურს. მან ნებართვისთვის მერიას უკვე მიმართა და პასუხს ელოდება. ასევე წარუდგინა ესკიზი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის. ამბობს, რომ მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებაა, რომელიც ადგილობრივებს აკლიათ, მიუხედავად მოთხოვნისა.

ზვიად სიჭინავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მშენებლობას საკუთარი ხარჯებით გეგმავს, კომპლექსი კი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. აუზი იქნება ბაზის შიდა ტერიტორიაზე, ოღონდ დამოუკიდებელი შესასვლელით. პროექტზე მუსაობა მალე დასრულდება. მანამდე გეოლოგიური კვლევა უკვე ჩაატარეს და ის მოგვიანებით გასაჯაროვდება.

"რაც საჭიროა აუზის ასაშენებლად, ყველა ინფორმაციას ვაგროვებთ. კომისიებს გავივლით და 20 ივნისს მერიას საბოლოო ვარიანტს მივაწვდით. ეს იქნება ევროპული სტანდარტის. არა საშეჯიბრო. აქ იქნება ორი აუზი. ერთი სტანდარტის - 25/12,5-ზე, მეორე 6/18-ზე - საბავშვო-სასწავლო აუზი გამაჯანსაღებელ ჯაკუზთან ერთად. ექნება თავისი საუნა და ჰამამი", - განმარტა ზვიად სიჭინავამ.

მისი თქმით, სერვისი ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამბობს, რომ აუზი კონკურენციას გაუწევს იმ აუზს, რომლის მშენებლობაც ყოფილი პიონერთა პარკის ტერიტორიაზე იგეგმება. ასევე, ჯიჯი გიმნაზიის აუზს. შესაბამისად, სერვისსაც 25%-ით იაფად შესთავაზებენ მომხმარებლებს.

ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ ბაიას ბაზის ტერიტორიაზე მას კრივის დარბაზის მშენებლობაც სურს. უნდა ეს ტერიტორია მთლიანად სპორტულ კომპლექსად სურს ჩამოაყალიბოს, და არა ისე, რომ აქ მხოლოდ საფეხბურთო სივრცე იყოს. მას მერიისგან თანხმობის იმედი აქვს.

მერიაში ამბობენ, რომ ზვიად სიჭინავას მიერ წარმოდგენილი ესკიზები უკვე მოიწონეს. შემდგომში კი პროექტს განიხილავენ, რომელსაც მისგან ელოდებიან.

ზუგდიდში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. აუზის პროექტს შპს "კარკასი" მოამზადებს. მშენებლობა ყოფილი პიონერთა პარკის ტერიტორიაზე დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

აუზის მშენებლობის სურვილი უფრო ადრე რუსეთში მოღვაწე ზუგდიდელმა ბიზნესმენმა, მიხეილ ხუბუტიამაც გამოთქვა, თუმცა მას ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი უთხრა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.