ახალი ამბები
ნასვამი პოლიციელი, რომელიც ე.წ. აფხაზურნომრიან მანქანას მართავდა, მოზარდებს დაეჯახა
სოჭში, ნასვამი პოლიციელი, რომელიც ე.წ. აფხაზურ ნომრიან ავტომანქანას მართავდა, ქვეითთა გადასასვლელზე მოზარდებს დაეჯახა.

„აფსნი ლაიფის“ ინფორმაციით, ორი 16 წლის გოგო სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის შემდეგ პოლიციელი მიიმალა, თუმცა მისი პოვნა სამართალდამცავებმა მალევე შეძლეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.