დააკავეს პირი, რომელიც გამოცდების გარეშე მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე,
საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მურმან მ. მომსახურების სააგენტოში პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.