ახალი ამბები
ტრამპი: ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის კამპანიაში ვიწვევთ სახელმწიფოებს
ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში", - შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ზეიმობენ ლგბტ პრაიდის თვეს. მანვე აღნიშნა, რომ მიესალმებიან ამ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ამერიკის სახელმწიფოს წინაშე.

"მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო", - აცხადებს დონალდ ტრამპი.