ახალი ამბები
ერთი აკეთებს, მეორე აფუჭებს - ძროხამ ახალდარგული ხე მოგლიჯა
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე, ძროხამ ახლად დარგული აკაციის ხე მოგლიჯა და ტოტები შეჭამა.

ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, რუსთაველის ქუჩაზე, გამხმარი აკაციის ხეები ახალი მცენარეებით ორი კვირის წინ ჩაანაცვლა.

ქუჩებიდან პირუტყვის აყვანა და მეპატრონის დაჯარიმება, მერიის ააიპ-ის ზუგდიდდასუფთავების საქმეა.

ზუგდიდის ბიუჯეტს ერთი სამსახური ქალაქის კეთილმოწყობაში ხარჯავს, მეორე კი პირუტყვებისგან, რომლებიც ნარგავებს ანადგურებენ, ქუჩების გათავისუფლებას ისევ ვერ ახერხებს.

ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში ხშირად შეხვდებით, ძროხებს, ღორებს, ცხენებს და ინდაურებსაც კი.