ანაკლია-განმუხურის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში
მყოფებმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღეს.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად დაშავებულები დღეს არ მიუყვანიათ.