ზუგდიდში ჰომოფობიური პლაკატები გააკრეს
„არა მამათმავლობის პროპაგანდას, არა სოდომისტებს“! „არა ლგბტ
პრაიდს საქართველოში“! - ამ შინაარსის პლაკატები დღეს ზუგდიდის
ბულვარში გააკრეს.
აქციის ორგანიზატორმა, ზუგდიდის სამხატვრო გალერეის თანამშრომელმა, ხატია ჯანაშიამ გვითხრა, რომ პლაკატებით მან სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში გამართულ აქციას.

„რამდენიმე მეგობარმა უცებ დავგეგმეთ სოციალურ ქსელში. არავისთვის გამოსვლა არ მომიწოდებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში ვერის ბაღში შეიკრიბნენ. ვემიჯნებით მათ, ვინც ცდილობს დაამკვიდროს საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა. არ ვებრძვით მათ, უბრალოდ, არ ვღებულობთ და არც მივიღებთ საქართველოში ლგბტ პრაიდს“, - განაცხადა ხატია ჯანაშიამ.
თბილისში ვერის ბაღში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან ერთად, ჰომოფობიური აქცია გამართა. ის არამხოლოდ ლგბტ პირებსა და მათ მხარდამჭერებს, არამედ პოლიციასაც დაემუქრა. ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ქმნის სახალხო ლეგიონს, რომელიც ქვეყანაში "უწესობას" არ დაუშვებს.