აფხაზეთში შოტლანდიელ მამაკაცს, ნაციონალური სამოსის გამო სცემეს [ვიდეო]
აფხაზეთში სცემეს შოტლანდიელ ტურისტს, იმის გამო
რომ საზოგადოებაში ეროვნული სამოსი, კილტი ეცვა. კილტი კუბოკრული
ნაჭრისგან შეკერილი ქვედაბოლოა, რომელიც შოტლანდიელების ტრადიციულ
სამოსს წარმოადგენს. მას ძირითადად დღესასწაულებზე იცმევენ.
გამოცემა „სოჭი ნიუსის“ ინფორმაციით, ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზე 15 ივნისს გავრცელდა.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეთა აზრი ორად გაიყო - ნაწილი მიიჩნევს, რომ ტურისტი თავად არის დამნაშავე და ინციდენტის პროვოცირებას მიზანმიმართულად შეუწყო ხელი, რადგან უნდა სცოდნოდა, რომ კავკასიაში მამაკაცის, ქალის სამოსში გამოჩენა მიუღებელია და შეურაცხმყოფელი. ნაწილის აზრით კი, ადამიანის ვიზუალი არ შეიძლება გახდეს მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზი.