ახალი ამბები
დიახ, ვარ ჰომოფობი, გამოვალ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ - სამხატვრო გალერეის თანამშრომელი
FaceBook Twitter
E-mail Print
დიახ, ვარ ჰომოფობი და არც არასდროს დამიმალია, რომ ჰომოფობი ვარ, - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის, სამხატვრო გალერეის თანამშრომელი ხატია ჯანაშია "ლაივპრესზე" გამოქვეყნებულ მასალას.

ჯანაშია ფეისბუკზე წერს, რომ სამსახური არაფერ შუაშია და საჯარო სექტორში იქნება, თუ სხვაგან, ყველგან გამოვა ლგბტ-პრაიდის წინააღმდეგ.

"ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, თუნდაც მერიის ან სხვა საჯარო სამსახურის მთლად მაღალჩინოსანიც რომ ვიყო, მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს!!! მაინც გამოვალ ლგბტ-პრაიდის წინააღმდეგ და ხმამაღლა დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას!!! დიახ ვარ ჰომოფობი და არც არასდროს დამიმალია რომ ჰომოფობი ვარ!!!", - წერს ხატია ჯანაშია.

განცხადებაში ის მედიის წარმომადგენლებს არაკორექტულად მიმართავს. ასევე, ამბობს, რომ 16 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაში მოიხსენიეს, როგორც "არტ-უნივერსალის" დამფუძნებელი, შემდეგ კი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომელი. ცნობისთვის "ლაივპრესზე" ჰომოფობიურ აქციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალაში ხატია ჯანაშია წარდგენილია, როგორც ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის, გალერეის თანამშრომელი.

"ოე, ჟურნალისწებო, ხომ კარგად ხართ?! გუშინ "არტ-უნივერსალის" დამფუძნებელი გეწერათ და დღეს ვინ მოგაწოდათ იდეა ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი და გალერეა დაწერეთო?! რას ცდილობთ ამითი?!", - წერს ხატია ჯანაშია.

16 ივნისს, ზუგდიდის ბულვარში, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის, სამხატვრო გალერეის თანამშრომელმა, ხატია ჯანაშიამ ჰომოფობიური პლაკატები, - "არა მამათმავლობის პროპაგანდას, არა სოდომისტებს!", "არა ლგბტ პრაიდს საქართველოში!" გააკრა.

ხატია ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციით სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის აქციას. თავისმხრივ ცენტრის დირექტორმა მანუჩარ სამუშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ეს სამსახურის პოზიცია არ იყო. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ბულვარში, ხეებზე გამოკრული ჰომოფობიური შინაარსის პლაკატები ჩამოხსნეს, რადგან ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი
22:32 / 19.11.2019
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. ამის შესახებ
19:58 / 19.11.2019
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. ამის შესახებ "ლეიბორისტული
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
19:31 / 19.11.2019
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7
კერაა. ნათქვამია საგანგებო სიტუაციების
17:34 / 19.11.2019
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა. ნათქვამია საგანგებო სიტუაციების
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.