ახალი ამბები
არასამთავრობოები პოლიციას მოუწოდებენ, „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხო გარემოში ჩატარება უზრუნველყოს
FaceBook Twitter
E-mail Print
14 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს, რომელთა გამოხატვის თავისუფლებაც, მათივე განცხადებით, უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ. ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, მიმართონ ყველა საჭირო ზომას, ერთი მხრივ მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად, მეორე მხრივ კი "თბილისი პრაიდის" კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

არასამთავრობოების თქმით, კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. ამავდროულად, განმარტავენ - სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ამ უფლებით სარგებლობას.

"საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს, კანცელარიასთან, ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს 16 ივნისს ვერის პარკში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეიცავდა მკაფიო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს "თბილისი პრაიდის" ჩაშლის გეგმაც გააცნო და ძალადობრივი დაჯგუფებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წესით, დააკავა 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და სხვადასხვა ქმედებით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს", - აცხადებენ განცხადების ავტორები.

სწორედ ამიტომ, არასამთავრობოების თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები. ამ კუთხით მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამასთან, არასამთავრობოების განმარტებით, უნდა განხორციელდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი "თბილისი პრაიდის" კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება.

ამავე განცხადების მიხედვით, ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით უნდა დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება.

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდშიც გაიმართა, როცა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის, სამხატვრო გალერეის თანამშრომელმა, ხატია ჯანაშიამ ჰომოფობიური პლაკატები გააკრა. მანამდე, თბილისში ვერის ბაღში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან ერთად, ჰომოფობიური აქცია გამართა, სადაც არამხოლოდ ლგბტ პირებსა და მათ მხარდამჭერებს, არამედ პოლიციასაც დაემუქრა. მისი განმარტებით, ქვეყანაში "უწესობას" არ დაუშვებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი
22:32 / 19.11.2019
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. ამის შესახებ
19:58 / 19.11.2019
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. ამის შესახებ "ლეიბორისტული
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
19:31 / 19.11.2019
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7
კერაა. ნათქვამია საგანგებო სიტუაციების
17:34 / 19.11.2019
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა. ნათქვამია საგანგებო სიტუაციების
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.