ახალი ამბები
დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას ტოვებს
დავით სერგეენკო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია მან ჟურნალისტებს დაუდასტურა. ამბობს, რომ განცხადებას მოგვიანებით პრემიერთან ერთად გააკეთებს.

მინისტრისვე თქმით, გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა. თუმცა ის "ქართული ოცნების" გუნდში რჩება.

"ეს გუნდი ჩემთვის არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი. ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ, არსად მივდივარ. ვრჩები გუნდში და ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ვიმუშაო ამ გუნდთან ერთად", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ის ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს.