ახალი ამბები
მე-4 საჯარო სკოლისთვის ანდრია დადიანის სახელის მინიჭებას საკრებულომ მხარი დაუჭირა
ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლისთვის სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის შვილის, ცნობილი მოჭადრაკის, ანდრია დადიანის სახელის მინიჭებას საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა.

ამ თხოვნით სკოლის ადმინისტრაციამ საკრებულოს მიმართა. "ლაივპრესმა" გუშინ, 17 ივნისს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკა კიფაიამ უთხრა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სკოლას განათლების სამინისტროსთან სახელის მინიჭებაზე უშუამდგომლებს.