ევროკავშირის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვევა
20-22 ივნისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში,
კარლ ჰარცელი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის
გაეცნობა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს.
როგორც „ლაივპრესს“ ევროკავშირის საქართველოს ოფისიდან შეატყობინეს, ჰარცელი ეწვევა სენაკის სამშენებლო კომპანია „ინდიკოს“. ის ზუგდიდში მოინახულებს, „ევროკავშირი - ახალგაზრდებისთვის" პროგრამის ფარგლებში დაარსებულ სახელოსნოს, შეხვდება ახალგაზრდა მეწარმეებს.
სენაკისა და ზუგდიდის შემდეგ კარლ ჰარცელი ავსტრიისა და შვედეთის ელჩებთან ერთად, მაღალი დონის დელეგაციით უშგულში ჩავა, სადაც იგი სვანეთის ადგილობრივ განვითარებაში ჩართულ დაინტერესებულ პირებს შეხვდება და სოფელს მოინახულებს.
ოფიციალური ინფორმაციით, კარლ ჰარცელი, რეგიონის განვითარებაზე მიმართულ ორ ახალ პროექტსაც გახსნის სვანეთში.
22 ივნისს, 17:00 საათზე, მესტიაში, სეტის მოედანზე საჯარო ღონისძიება "ევროკავშირი სვანეთში“ ოფიციალურად გაიხსნება.