ახალი ამბები
ქრისტეს რწმენას არაფერი აქვს საერთო დამპყრობლურ ინტერესებთან - ეპარქია
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთისა და ხობის ეპარქია საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს გამოეხმაურა.

„დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. იმ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, და საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი კერებიდან არის განდევნილი და ღირსებაშელახული, სრულიად მიუღებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც დღესაც, საქართველოში სტუმრობისას, მათ ქართველ კოლეგებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მოურიდებლად გვიცხადებს, რომ მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკვეთას დედა სამშობლოს წიაღიდან, და მოცემულ რეალობასთან შეგუებას გვირჩევს, მართლმადიდებლური სამყაროს სახელით ხელმძღვანელობდეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ საპარლამენტთაშორისო ფორუმს.

განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის, რომ:

- ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც მიღებული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ;

- ეს არის ის ისტორიული ადგილი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რითაც დიდ ქართველთა სანუკვარი იდეალები აღასრულა.

ვფიქრობთ, რომ ამ ქმედებით ჩრდილი მიადგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს!!!

ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო, პირადად ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისთვის, უაღრესად სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სიტყვა მართლმადიდებლობა სრულიად დაცლილია წმიდა სახარებისეული შინაარსიდან და გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბნელი და უაღრესად საშიში პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომაც დავძენთ შემდეგს:

იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო იმ დამპყრობლურ ინტერესებთან და ქმედებებთან, რასაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოსთან მიმართებით“, - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გამოსვლას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში.

განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც. მისი თქმით, ეს იყო "პროტოკოლური შეცდომა", სინამდვილეში კი მოქალაქეთა უკმაყოფილებას იზიარებს. ივანიშვილი აცხადებს, რომ ფაქტს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.