ახალი ამბები
კოვე ბობოხიძეზე: უნდა მიეზღოს სასჯელი აფხაზეთში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რუსპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მომხდარ ფაქტს. კერძოდ, დაურ კოვე პასუხობს ასამბლეაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის ნათქვამს, რომლითაც მან რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა სიტყვებით, „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

დაურ კოვეს განცხადებით, „აფხაზეთის მხარე მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა ზემოთ ნახსენებ სამხედრო დამნაშავეს მიეზღოს დამსახურებული სასჯელი, აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის“.

დე ფაქტო ხელისუფლებიდან „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის სიტყვებს, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ასლან კობახიც გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ბედნიერებაა, როცა ჩვენ შვილებს არასოდეს მოუწევთ შეხება ამ სიმახინჯესთან.

„მიიწვიეს რუსეთის დელეგაცია იმისთვის, რომ პროვოკაცია მოეწყოთ. რას ნიშნავს, რატომ ჩავიდა? ის ამ ერთობის ხელმძღვანელია. იმ „გმირმა“ კი, იქ რომ ღრიალებდა, რომ ხოცავდა აფხაზებს და მომავალშიც დახოცავს, უმჯობესია, კარგად გაიხსენეოს, როგორ გარბოდა აფხაზეთიდან. თბილისიდან მუქარა ნებისმიერ ბრიყვს შეუძლია“, - განაცხადა ასლან კობახია. ეს კომენტარი მან დაურ კოვეს განცხადების ქვეშ გამოაქვეყნა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ ახსნა, მისი სიტყვები მიმართული იყო რუსეთის დელეგაციის წევრისკენ, თუმცა, მისივე თქმით, შეცდომით მიმართა ესტონეთის დელეგაციის წევრს და წყალიც მას შეასხა.

ბობოხიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ნათქვამ ყველა სიტყვას ძალაში ტოვებს რუსი დეპუტატების მისამართით.

„დიახ, მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე და არა მაქვს სურვილი დავიხიო უკან რუსების წინაშე. თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, რომ დაპირისპირება მოხდეს... იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვების შესრულების აუცილებლობა არ დადგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძემ.

20 ივნისს, დაპირისპირება და საპროტესტო აქციები მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავებას. აქცია გამთენიისას პოლიციამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. ათეულობით ადამიანი დაშავდა. ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. "ნიუ ჰოსპილატილში" 24 ადამიანი შეიყვანეს. ოთხ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ორს თვალის ამოღება დასჭირდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.