აქციისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს თვალი შეუნარჩუნდა
თბილისში, საპროტესტო აქციის
დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს, დემეტრე ნაყოფიას მარცხენა
თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მეგობრის, ნიკა ლაშხიას ინფორმაციით,
ექიმებმა მას თვალი შეუნარჩუნეს.
დემეტრე ნაყოფიას თვალი რეზინის ტყვიამ დაუზიანა. მომხდარს გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ თუკი საჭირო იქნებოდა, მეგობრის დონორი გახდებოდა და საკუთარ თვალს დაუთმობდა.
20 ივნისს, გვიან ღამით, საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ჟურნალისტებიც. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.