სოხუმში პატიმარი გაიქცა
სოხუმში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან 34 წლის პატიმარი
გაიქცა.
როგორც დე ფაქტო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება,
მსჯავრდებული ხაჯარად ადლეიბა მკაცრი კოლონიის პირობებში იხდიდა
სასჯელს, სამედიცინო დაწესებულებაში კი სამკურნალოდ იყო გადაყვანილი.
მას 8 წლიანი პატიმრობა 2018 წელს მიესაჯა ქურდობის და იარაღის
უკანონო შენახვა ტარების ბრალდებით.
დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრის გაქცევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრის გაქცევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.