ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ იქნება უმაღლესი დონის მიღება - გავრილოვი
FaceBook Twitter
E-mail Print
სავარძელი იყო ისე რა. არც ისე მყუდრო და კომფორტული, მაგრამ პრინციპში ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ, შეგვიძლია მუშაობა საველე პირობებში, თუნდაც ტაბურეტებზე დასხდომა“,- განაცხადა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ ეთერში. მისივე სიტყვებით, საქართველოში იმყოფებოდა სახელმწიფოს ოფიციალური მიწვევით და დიდი პატივითაც მიიღეს.

ამიტომაც, გავრილოვის თქმით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და დაპირისპირებას არ ელოდა. მეტიც, როგორც ის ირწმუნება, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიაც მიიღეს.

„საქართველოს ლიდერები, ხელისუფლების ლიდერები, საკუთარი სტუმართმოყვარეობის დემონსტრირებას ახდენდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ იქნება უმაღლესი დონის მიღება. ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, რომელიც დიდ როლს თამაშობს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს რეიტინგზე“, - განაცხადა გავრილოვმა. მისივე თქმით, გაცემული გარანტიების მიუხედავად, თბილისში გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომ მისი სტუმრობა არასასურველია, რადგან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში, რაც რეალურად სიცრუეა:

„არასდროს ამიღია ხელში იარაღი და მონაწილეობა არ მიმიღია საბრძოლო მოქმედებებში. ხოლო ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ქრისტიანების დასახმარებლად ვარ ნამყოფი“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

მისივე სიტყვებით, იგივე განცხადება გააკეთა ქართულ მედიასთან, თუმცა არცერთ მათგანს ეს არ გაუშუქებია. პირიქით, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსები ოკუპანტები არიან.

20-21 ივნისის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა გააპროტესტეს რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა და ერთ-ერთი მათგანის, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გამოსვლა. ანტისაოკუპაციო აქცია დილამდე გაგრძელდა. პოლიციამ მისი დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, როცა მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. დაშლისას გამოიყენეს რეზინის ტყვიები, გაზი და წყლის ჭავლი. შედეგად დაშავდა 240 ადამიანი და დააკავეს 300-ზე მეტი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.