პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ირაკლი კობახიძე არჩილ თალაკვაძემ შეცვალა,
94 ხმით არცერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას "ნაციონალური
მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ ესწრებოდნენ.
არჩილ თალაკვაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო 2014 - 2016 წლებში.
2012 – 2014 წლებში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
სახალხო დამცველის ოფისში მრჩევლის და ოფისის პროექტის მენეჯერის თანამდებობა ეკავა სხვადასხვა წლებში.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 21 ივნისს გადადგა. გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მისი გადადგომა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, საღამოს დაწყებულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები კობახიძეს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანაში.