ახალი ამბები
2024 წლის არჩევნებზე ბარიერი შენარჩუნდება - არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნულოვანი ბარიერით პარლამენტის არჩევნები მხოლოდ 2020 წელს ჩატარდება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კი კონსტიტუციით გათვალისწინებული ბარიერის პირობებში ჩატარდება. მისი თქმით, რადგან საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ, გამოთქვეს მზაობა, პროპორციული არჩევნები მომავალ წელს ჩატარდეს.

"ამ შემთხვევაში ჩვენ დავთანხმდით კიდევ უფრო მეტს, ანუ ნულოვან ბარიერს იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი გაერთიანება თანაბარ პირობებში იყოს და არ მოუწიოს ვინმესთან მიკედლება. რაც შეეხებ ბარიერს, საუკეთესო ევროპული პრაქტიკა არის ბარიერის ქონა 3-დან 5%-მდე. ეს კონსტიტუციაში უკვე წერია და რა თქმა უნდა, 2024 წლიდან ძალაში იქნება ბარიერი", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს, ბრიფინგზე განაცხადა.