ახალი ამბები
რუსეთი მკვლელია - ახალგაზრდების პროტესტი ზუგდიდში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბულვარში ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია. ასევე ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენები. "მტერს ეშინია ჩვენი ერთობის", "რუსეთი მკვლელია", "სირცხვილია", "საქართველოსთვის", "ძალა ახალგაზრდობაშია", ამ შინაარსის ტრასფარანტებით და წითლად ახვეული ცალი თვალით, სადაც 20% აწერია, შეკრებილებმა საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირეს.

მათი თქმით, გაცილებით მეტი ახალგაზრდა უნდა გამოდიოდეს და დაუდგნენ მხარში, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მიხეილ კლდიაშვილმა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დარბევაზე და გადადგეს. დაკავებული მანიფესტანტები კი გათავისუფლდნენ. შეკრებილთა თქმით, რუსეთს თუ სხვა მტერს, რეალურად ეშინია მათი ერთობის, ამიტომ ფიქრობენ, რომ ხალხს ძალიან ბევრი რამ შეუძლია და ერთობით ცვლილებებიც შესაძლებელია.

ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამართეს აქცია და შეუერთდნენ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე შეკრებას. კერძოდ მათ სურთ მანიფესტაციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლება. ასევე, იმ სამართალდამცველთა დასჯა, რომლებიც აქციისას ძალადობით გამოირჩეოდნენ. შეკრებილთა მოთხოვნა, პარლამენტის 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, უკვე დაკმაყოფილდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს,
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
14:58 / 06.07.2020
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ხობის მერიის ინფორმაციით, ხობის სოფელ ნოჯიხევში
14:41 / 06.07.2020
ხობის მერიის ინფორმაციით, ხობის სოფელ ნოჯიხევში
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი
სიცხე და რელიეფი ართულებს, - აცხადებს საგანგებო
14:38 / 06.07.2020
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს, - აცხადებს საგანგებო
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების
შემდეგ გაიხსნება.
14:12 / 06.07.2020
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება.
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.