ახალი ამბები
რუსეთი მკვლელია - ახალგაზრდების პროტესტი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია. ასევე ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენები. "მტერს ეშინია ჩვენი ერთობის", "რუსეთი მკვლელია", "სირცხვილია", "საქართველოსთვის", "ძალა ახალგაზრდობაშია", ამ შინაარსის ტრასფარანტებით და წითლად ახვეული ცალი თვალით, სადაც 20% აწერია, შეკრებილებმა საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირეს.

მათი თქმით, გაცილებით მეტი ახალგაზრდა უნდა გამოდიოდეს და დაუდგნენ მხარში, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მიხეილ კლდიაშვილმა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დარბევაზე და გადადგეს. დაკავებული მანიფესტანტები კი გათავისუფლდნენ. შეკრებილთა თქმით, რუსეთს თუ სხვა მტერს, რეალურად ეშინია მათი ერთობის, ამიტომ ფიქრობენ, რომ ხალხს ძალიან ბევრი რამ შეუძლია და ერთობით ცვლილებებიც შესაძლებელია.

ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამართეს აქცია და შეუერთდნენ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე შეკრებას. კერძოდ მათ სურთ მანიფესტაციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლება. ასევე, იმ სამართალდამცველთა დასჯა, რომლებიც აქციისას ძალადობით გამოირჩეოდნენ. შეკრებილთა მოთხოვნა, პარლამენტის 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, უკვე დაკმაყოფილდა.