თბილისში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა
თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც საპროტესტო აქცია გრძელდება,
ინციდენტი მოხდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, მისთვის სიტყვით
გამოსვლის შეზღუდვამ.
ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა ინციდენტის განმუხტვაში სამართალდამცავები ჩაერთნენ და კონფლიქტში მონაწილე პირები გაიყვანეს ტერიტორიიდან.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ვლადიმირ პუტინის დიდი პლაკატი მიიტანეს, რომელსაც თვალებზე უკრაინისა და საქართველოს დროშები აქვს გამოსახული.
დღესვე შეკრებილებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა. მისი სიტყვებით,ეამაყება ის საქართველო, რომელსაც ხედავს, ეამაყება ის მოედანი, სადაც ახალი საქართველოს ისტორია იწერება.
აქცია ყოველდღიურად, 20 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ იმართება. შეკრებილები ითხოვენ გადადგეს შს მინისტრი, ასევე სურთ მანიფესტაციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლება და იმ სამართალდამცველთა დასჯა, რომლებიც აქციისას ძალადობით გამოირჩეოდნენ.