ახალი ამბები
დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას ენგურის ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით მიმართა
FaceBook Twitter
E-mail Print
დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი შესაძლოა ჩაკეტოს და მოქალაქეთა გადაადგილება ორმხრივად აკრძალოს. დე ფაქტო პრეზიდენტს შესაბამისი მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი დბარმა კოლეგების სახელით მიმართა. მან ამ მოთხოვნის მიზეზად დაასახელა საქართველოს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომლითაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა: „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

დიმიტრი დბარი ასევე ე.წ. გენერალურ პროკურატურასაც მიმართავს, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით და სრული სიმკაცრით აგოს პასუხი საჯაროდ გამოთქმული ამ განცხადების გამო.
ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ითხოვს ასევე, რომ რუსეთმა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს „ევროპული საქართველოს“ წევრი.

„მივმართავ გენერალურ პროკურატურას, აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ ადამიანის წინააღმდეგ. ასევე, ვთხოვ ჩვენს რუს კოლეგებს, ამ ოფიციალური განცხადების გამო ამ ადამიანზე გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. მე ასევე ვთხოვ პრეზიდეტს, მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსეთს და აფხაზეთისა და სამეგრელოს საზღვარი მდინარე ენგურზე ჩაკეტოს. ჩაკეტოს სანამ, იქ ასეთი გამონათქვამები... და სიტუაცია არ დაწყნარდება. მანამ სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს მხრიდან ჩვენ არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. თუ ჩვენ ახლა არ ვიქონიებთ ამაზე რეაგირებას, ისინი საკუთარ თავს უფრო მეტის უფლებას მისცემენ. რა გვინდა მეტი იმისთვის, რომ აღვძრათ სისხლის სამართლის საქმე, თუ არა ეს ციტატა, რაც ამ ადამიანმა მთელი მსოფლიოს გასაგონად გააკეთა. მე მინდა პრეზიდენტს და პროკურატურას მივმართო დეპუტატების სახელით, ამ აკაკის აქ ჩამოიყვანენ და დასჯიან აფხაზეთის კანონის შესაბამისად. აი რა უნდა ვუყოთ ამ ადამიანს“, - განაცხადა დიმიტრი დბარმა.

აკაკი ბობოხიძის პარლამენტის დარბაზში გამოთქმულ ფრაზას მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რუსპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. დაურ კოვეს განცხადებით, „აფხაზეთის მხარე მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა ზემოთ ნახსენებ სამხედრო დამნაშავეს მიეზღოს დამსახურებული სასჯელი, აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის“.

დე ფაქტო ხელისუფლებიდან „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის დეპუტატის სიტყვებს, ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ასლან კობახიაც გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ბედნიერებაა, როცა ჩვენ შვილებს არასოდეს მოუწევთ შეხება ამ სიმახინჯესთან.

თავის მხრივ, როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ ახსნა, მისი სიტყვები მიმართული იყო რუსეთის დელეგაციის წევრისკენ, თუმცა, მისივე თქმით, შეცდომით მიმართა ესტონეთის დელეგაციის წევრს და წყალიც მას შეასხა.

ბობოხიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ნათქვამ ყველა სიტყვას ძალაში ტოვებს რუსი დეპუტატების მისამართით.

„დიახ, მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე და არა მაქვს სურვილი დავიხიო უკან რუსების წინაშე. თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, რომ დაპირისპირება მოხდეს... იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვების შესრულების აუცილებლობა არ დადგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძემ.

20 ივნისს, დაპირისპირება და საპროტესტო აქციები მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავებას. აქცია გამთენიისას პოლიციამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი და დააკავეს 300-ზე მეტი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.