ე.წ საზღვრის ჩაკეტვის მიზანი მოსახლეობის იზოლაციაა - სუსი
ე.წ საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების
შეზღუდვად
აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათი თქმით, ეს
გადაწყვეტილება ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ
ცხოვრებას.
"აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ცალსახად განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - უთხრეს "ლაივპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია".
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 27 ივნისს, საღამოს ცხრის ნახევრისთვის ენგურის ხიდი დროებით ჩაიკეტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოხუმმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც ეხება "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას".
თუმცა ამ დროისთვის ხიდზე გადაადგილებას ახერხებს მოქალაქეთა ნაწილი. მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა.