ვმუშაობთ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას - ციხელაშვილი
ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანის ინტერესებზე
ზრუნვა,
რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ უკანონო შეზღუდვით. ასე
გამოეხმაურა მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდის ჩაკეტვას. ამბობს, რომ
ინტენსიურ რეჟიმში ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად
ჩართულები არიან, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში
მოიხსნას და მოსახლეობა მძიმედ არ დაზარალდეს.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სწორედ მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად იხელმძღვანელებენ და მაქსიმალურს გააკეთებენ მათ დასახმარებლად.
"ჩვენ გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური, თუ არაფორმალური არხით. მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, უკავშირდება ახალგაზრდების გადაადგილებას, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებთან წვდომაზე", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ციხელაშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ შეფასებას მოგვიანებით გააკეთებენ, დღეს კი მათთვის პრიორიტეტია, მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი მოსახლეობის იზოლაციის მცდელობად შეაფასეს.
ენგურის ხიდი 27 ივნისის საღამოს ჩაიკეტა ორმხრივად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
თუმცა ამ დროისთვის გადაადგილებას მოქალაქეთა ნაწილი ენგურის ხიდზე მაინც ახერხებს.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა.