აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ - მინისტრი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის
განცხადებით, მათთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია
მოსახლეობის ინტერესების დაცვა, და სწორედ ამ ინტერესების შესაბამისად
იმოქმედებენ. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე
გამოწვევა და წუხილი, რაც მოქალაქეებს აქვთ, ახალგაზრდების
გადაადგილებას და მათ მონაწილეობას უკავშირდება ერთიან ეროვნულ
გამოცდებში.
"განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებთან წვდომაზე", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ახალგაზრდებს, რომლებიც ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, მიმდინარე წლის თებერვალშიც შეექმნათ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 25 დღით, ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჩაკეტა.
ენგურის ხიდი 27 ივნისის საღამოს ჩაიკეტა ორმხრივად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
თუმცა ამ დროისთვის გადაადგილებას მოქალაქეთა ნაწილი ენგურის ხიდზე მაინც ახერხებს.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.