„ევროპა როგორც მასწავლებელი“- მე -19 საუკუნის ქართული პრესის კვლევა
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკვლევარებმა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ევროპულ ღირებულებებზე,
ანტისაბჭოთა მოძრაობის ზუგდიდელ აქტივისტებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებს, Nova Societas - ს წარმომადგენელმა ემზარ ჯგერენაიამ მე-19 საუკუნის ქართული ბეჭდური მედიაზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევა - „ევროპა როგორც მასწავლებელი“ გააცნო.
„საქართველოში არსებობს აზრი, რომ თითქოს საქართველოს თავისი წარსულით არაფერი აკავშირებს ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში ბეჭდურ მედიაში იწერებოდა, რომ საქართველო თავისი წარსულით საქართველო არის ევროპული ქვეყანა. 1918-1921- მა წლებმა კი ქვეყნის ევროპული ორიენტაცია დაადასტურა. მათ შექმნეს ქვეყანა, რომელიც ბევრ რამეში უსწრებდა კიდეც მაშინდელ ევროპულ ქვეყანას, მაგრამ წითელმა რეჟიმმა გაანადგურა ის ადამიანები, რომელთაც ევროპული მესხიერება ჰქონდათ და საზოგადოება ახლა ბევრს კამათობს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ წიგნით გვინდა ადამიანებს ვუთხრათ, რომ ევროპა არ არის გამოგონილი“, - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნაში ალექსანდრე ჩიქავას და ლეო ქიაჩელის და სხვათა წვლილზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ არის კიდევ შესასაწავლი.
„ჩვენ მოგვცა ისტორიამ გამოცდილება, თუ როგორ უნდა აშენდეს დემოკრატიული სახელმწიფო და როგორ უნდა ჩართოს მასში ნებისმიერი რეგიონი. არაერთი ცნობილი პოლიტიკოსი იყო, რომელიც წარმოადგენდა ზუგდიდის და სამეგრელოს მაზრებს. დამფუძნებელი კრების წევრი ზუგდიდელი ალექსანდრე ჩიქავა, რომელიც დახვრიტეს 1924 წელს. ასევე ლეო ქიაჩელი, რომლის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილია“, - ამბობს ირაკლი ირემაძე.
მკვლევარების თქმით, დემოკრატიული რესპუბლიკის ევროპულ მოწყობაზე მომზადებული ლექციების ციკლიც რეგიონებში მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.