ენგურის ხიდზე დაწესებულ შეზღუდვებს ჟენევაში განვიხილავთ - ტოივო კლაარი
სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში,
ევროკავშირის
სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, ენგურის ხიდზე
დაწესებული შეზღუდვების საკითხი იქნება მნიშვნელოვანი თემა ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, რომელიც მომდევნო
კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ის "ტვიტერში" წერს.
ამბობს, რომ შეწუხებულია ამ შეზღუდვების გამო, რომელიც კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას.
"შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ჰუმანიტარული კრიზისი", - განმარტავს ტოივო კლაარი.
თავის მხრივ, "ტვიტერში" გამოეხმაურა მომხდარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი. ის ადასტურებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტს.
"გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და აზარალებს ადგილობრივ მცხოვრებლებს", - აცხადებს ერიკ ჰოეგი.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 27 ივნისის ღამეს ენგურის ხიდი ჩაიკეტა. სოხუმის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში იმართება "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციები, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.
უფრო ადრე, ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა მიმართა.
მომხდარს გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანის ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ უკანონო შეზღუდვით. ამიტომ, მუშაობენ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას.
დე ფაქტო ხელისუფლებას ენგურის ხიდი მიმდინარე წლის თებერვალში, 25 დღით ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჰქონდა ჩაკეტილი.